logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვგრძნობ, საზოგადოებას სჯერა ჩემი და მხოლოდ ეს მამოძრავებს
- +

7 ივნისი. 2016. 13:38


„მაქვს ვალდებულების განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმარო მმართველ გუნდს და ვაჩვენო ჩემეული შეხედულებები",  - ასე პასუხობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კითხვაზე, თუ რა შედეგს მიიღებდა მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის აქტიური ჩართულობის გარეშე და რამდენად შეიძლება დაეხმაროს დღეს.


„ვფიქრობ, მაქვს განსაკუთრებული როლი, რამეთუ ისევ ვგრძნობ, რომ საზოგადოებას აქვს ჩემი ნდობა. შეიძლება, ეს შეხედულება მცდარი იყოს, ამ ყველაფერს არჩევნების შედეგები გვაჩვენებს. მაქვს ვალდებულების განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმარო მმართველ გუნდს და ვაჩვენო ჩემეული შეხედულებები. არჩევანი საზოგადოებაზეა, რამდენად მიიღებენ თუ არ მიიღებენ. მაქვს ვალდებულების განცდა და მხოლოდ ეს მამოძრავებს, ჩემი სჯერა საზოგადოებას, არ უნდა ვუღალატო მათ და გავაკეთო ყველაფერი ის, რაც მათთვის იქნება უკეთესი. თუ არჩევნებში ვნახე, რომ მათ ჩემი ნდობა აღარ აქვთ, გარწმუნებთ, რომ დავემშვიდობები საზოგადოებას და დავუბრუნდები ჩემი სურვილებისამებრ ცხოვრებას", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner