logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გიორგი გახარიას ძალიან დადებითად მოიხსენიებენ ამერიკელები, რაც ძალიან კარგია
- +

8 ოქტომბერი. 2019. 16:06

 

„ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„საქართველოს მთელი ისტორია ათასწლეულების მანძილზე იყო სწორი საგარეო პოლიტიკის მოძებნა, ისე რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ბიზანტიის, სპარსეთის, ოსმალეთის, არაბთა ინტერესები. ჩვენ ვიყავით ამ ინტერესების გადაკვეთის წერტილში. ახლაც იგივეა. ურთულესი გამოწვევები გვაქვს, მაშინ როცა რუსეთს, ჩინეთსა და ამერიკას თავისი ინტერესები აქვთ სამხრეთ კავკასიაში. შტაინმაიერი აქ არის „ფორმულის“ გარეშე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მალე ეს „ფორმულაც“ ვიხილოთ, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ამ კონტექსტში გახარიას ძალიან დადებითად მოიხსენიებენ ამერიკელები, რაც ძალიან კარგია“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

გამოცემა „ვაშინგტონ ტაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში. სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზეც საუბრობს.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner