logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თუკი არჩევნებში დაფიქსირდება განსხვავებული შედეგი, გარწმუნებთ, მოგენატრებით
- +

7 ივნისი. 2016. 13:53


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების მის მიმართ ნდობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი მოსახლეობის მხრიდან დაინახავს, რომ ნდობა შემცირდა, მას ვალდებულება მოეხსნება და „მშვიდად იცხოვრებს". ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.


„რაც შეეხება საზოგადოების ნდობას ჩემს მიმართ, რა თქმა უნდა, შემცირების პროცესი იყო ამ სამი წლის განმავლობაში. აგიტაციურმა მანქანამ, ოპოზიციის საკუთრებაში მყოფმა მედიასაშუალებებმა, რაღაც ეტაპზე მოახერხეს ის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მერყეობდა.

 

მაგრამ მე ერთ რამეში ვარწმუნებ საზოგადოებას, თუ შევხედავ, რომ მათი ნდობა ჩემს მიმართ არ არსებობს, ვალდებულების გრძნობა მომეხსნება. მე თუკი რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას დავეხმარო. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ისეა, როგორც აგიტაციური ტელევიზიები ავრცელებენ, ან სხვა მიზეზით მე აღარ ვარ საინტერესო, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი ტვირთის მოხსნა. როგორც კი ამას ვიგრძნობ, საზოგადოებას თავს არ შევაწყენ, სიამოვნებით წავალ და კარგად ვიცხოვრებ.

 

თუკი არჩევნებში დაფიქსირდება განსხვავებული შედეგი, გარწმუნებთ, მოგენატრებით", - განაცხადა ივანიშვილმა.   


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner