ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე, დასავლურ გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოს უახლესი გეოპოლიტიკური სტრატეგიის გასაღებს უწოდებს. საქართველო, როგორც სტაბილური ქვეყნა, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონისთვის, რაც, უდაოდ, საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რუსეთისა და ჩინეთისთვის. გამოცემა, ასევე, დიდ ადგილს უთმობს ახალი პრემიერის გიორგი გახარიას ხედვას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ოკუპაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაციაა და ქვეყანაში განხორციელებული თუ განსახორციელებელი რეფორმები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ მიღწევებს, რაც ქვეყანას გააჩნია,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში.სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზეც საუბრობს.
და უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა კავშირს ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებასა და მომავალ არჩევნებს შორის.
„ როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას. ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალისთვისაც მოვემზადები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.