logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ფინანსური კუთხით გარანტად დავდგები, რომ არჩევნებამდე „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტს არ შეეხონ
- +

7 ივნისი. 2016. 14:05


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩევნებამდე „რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის დასრულების შემთხვევაში, ფინანსური კუთხით ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს გარანტად დაუდგება, რათა ისინი გვარამიასა და ტელევიზიის მენეჯმენტს არ შეეხონ.



ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, იქნებ ისე მოხდეს, რომ სასამართლო არ მოესწროს და ამის ალბათობა დიდია, როგორ ვიცი. ჯერ სააპელაციო სასამართლო არ დასრულებულა, მერე კიდევ უზენაესი სასამართლოა. თუ მოესწრება, თქვენი შფოთვიდან ვხედავ, რომ იქ ცუდად მიდის საქმე, თორემ ისე, მე არ ვიცი, როგორ გადაწყდება ეს სასამართლოში, ვიტყოდი 50/50-ზეა, საით გადაწყდება და როგორ. ჯერ ერთი, იქნებ დროში არ მოესწროს, ჩემი პოზიციაც ესაა და სურვილიც. მეორე - თუ მოესწრება, იქნებ თქვენი შფოთვა ცრუა და არ გადაწყდეს ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ და ტყუილად აგინოთ მოსამართლეებს. ვისარგებლებ დღევანდელი ეთერით, მე პირადად გარანტად დავუდგებოდი, ხალვაში იქნებოდა თუ დვალი, თუ ორივე ერთად და ვთხოვდი, ფინანსურად თუ რაიმე ზარალს ნახავენ, პირადად ავუნაზღაურებდი. თუ მოხდა, რომ სასამართლო უფრო ადრე და მათ სასარგებლოდ დასრულდა, არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ, რაც უნდათ. ოღონდ ეს სალაპარაკოდ არ დაგიტოვონ თქვენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



მისივე თქმით, „რუსთავი 2" დღეს ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში მაქსიმალური შედეგი მიიღოს.



თქვენ ამ ხნის განმავლობაში ანალიზს არ აკეთებდით, ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწეოდით და პირადად ჩემი და ქართული ოცნების" ანტიაგიტაციას აკეთებდით. ამან რაღაც ეტაპზე გარკვეული შედეგები მიიღო. ახლა როცა გახურდება და ოფიციალურად დიწყება საარჩევნო პროცესი 8 ივნისიდან, როცა მაჟორიტარები გავლენ, როცა პარტიის მხრიდან მაქსიმალური აქტიურობა წამოვა, ყველაფერი ეს დაბალანსდება და განულდება. არავითარი შედეგი, პირიქით, ანტიშედეგი გექნებათ. რუსთვი 2"-ის სიცრუით ივლიან ყველგან, ერთ-ერთი მე ვიქნები და უამრავ მაგალითს გაჩვენებთ", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner