logo_geo
eng_logo
9 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი ახალი ავტობუსების პრეზენტაციის გამო, ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
- +

9 ოქტომბერი. 2019. 10:55

9 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი ახალი ავტობუსების პრეზენტაციის გამო, ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, 11 საათზე, თბილისის მერიას ევროპის მოედანზე დაგეგმილი აქვს ახალი ავტობუსების პრეზენტაცია, რის გამოც, ღონისძიების დასრულებამდე, მოძრაობა შეიზღუდება:

 

- ვახტანგ გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის გავლით, ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით;

 

- წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან მიმავალი ტრანსპორტის ნაკადი გვირაბის გავლით იმოძრავებს კომპანია „სოკარის“ ცენტრალური ოფისის მიმართულებით, პატარა გვირაბიდან კი ევროპის მოედნის მიმართულებით;

 

- ევროპის მოედანზე შეზღუდული იქნება წრიული მოძრაობა, რის გამოც ნაკადი იმოძრავებს მარცხნივ, გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner