logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ხელწერის გამზიარებელი ხალხი მართავს დღეს ხელისუფლებას
- +

7 ივნისი. 2016. 14:06


რატომ უწევს ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად, ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის" ხშირად ხსენება - ამ კითხვაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა:

 

 

„ჩემი ხელწერის გამზიარებელი ხალხი მართავს დღეს ხელისუფლებას კვირიკაშვილის მეთაურობით. მე მათზე გარკვეული პასუხისმგებლობა მაქვს და ვცდილობ, რომ ეს ხელწერა არ დაირღვეს. „ნაციონალური მოძრაობის" ხსენება კი გვიწევს იმ ნიშნით, რომ მათ ანალიზის დროს უნდა შეედარო. სააკაშვილის XI-XII საუკეუნეებს ედარებოდა... წინა პერიოდი - ეს არის ანალიზის საფუძველი, რომ წინა პერიოდს, წინა წლებს უნდა შეედარო. ამიტომ იძულებით, გვინდა თუ არ გვინდა, ვახსენებთ ხშირად.  მეორე, რაც იწვევს მათ ხშირად ხსენებას, არის ის, რომ ასეთი დარაზმული ოპოზიცია ჩვენ არ გვყავს ამდენი საშუალებებით, მხედველობაში მაქვს ის, რომ მათ მმართველობის დროს მოახერხეს და დიდი ქონება მიიტაცეს..." - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner