შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.
მომღერალ სოფო ნიჟარაძეს „რუსთავი 2"- ს პროექტ, „იქს-ფაქტორის" დასრულებისთანავე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. დამნაშავე ფილარმონიის დაცვამ სცენიდან გაიყვანა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 15 თვემდე.