logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობის თემასთან დაკავშირებული პრობლემა მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტურმა სასამართლომ დაადასტურა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 13:46

 

 

სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციის მსვლელობისას „რუსთავი 2“-თან და მედიაგარემოსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამარ ჩუგოშვილს კითხვები არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და მთავარი არხის ჟურნალისტებმა დაუსვეს. 

 

ჩუგოშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის  მესაკუთრეობის თემასთან დაკავშირებული პრობლემა მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტურმა სასამართლომ დაადასტურა. კერძოდ ის, რომ ტელევიზია წინა ხელისუფლების დროს იძულებით და ძალადობით იყო წაღებული თავისი კანონიერი მესაკუთრეებისგან.

 

„განსხვავება ახლანდელსა და იმ დროს შორის რომელსაც თქვენ მიმითითებთ, არის იმაში, რომ თქვენ ორ კვირაში სრულიად უპრობლემოდ მაუწყებლობის დაწყება შეძელით და ამაში ხელი არავის არ შეუშლია და იმ პერიოდში, როდესაც თქვენი პარტია იყო ხელისუფლებაში, ასეთ მაუწყებლობას ვერცერთი ტელევიზია ვერ იწყებდა“, - უპასუხა თამარ ჩუგოშვილმა ნიკა გვარამიას. 

 

მიმდინარე გამოძიებასა და პროკურატურაში ჟურნალისტების გამოკითხვის შესახებ კი ჩუგოშვილმა განაცხადა:

 

„თქვენ ძალიან არ მოგწონთ ის, რაც გვახსოვს.  გვახსოვს არამარტო ჟურნალისტებზე ძალადობა და ყველანაირი ფორმით ზეწოლა მედიასაშუალებებზე, შანტაჟი და პირადი ცხოვრების კადრების ჩაწერა და ამ კადრებით შანტაჟი და ასე შემდეგ. ვინ შექმნა ეს შანტაჟი? მოდით, ჯერ პასუხი გაეცით პროკურატურის კითხვებს თქვენთან დაკავშირებით. გაეცით, რა ფინანსური ოპერაციები იყო, რა თაღლითობები იყო, რა ხდებოდა და მერე უპასუხეთ ამ კითხვებს. ჯერ თქვენ დაარწმუნეთ საზოგადოება, რომ მართლები ხართ, არანაირი ფინანსური მაქინაციები არ ყოფილა და მერე წაუკითხეთ სხვას მორალი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner