logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: საქართველოს მოსახლეობამ ვიზა-ლიბერალიზაცია დაიმსახურა
- +

7 ივნისი. 2016. 14:10

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. ტყემალაძის განცხადებით, საქართველომ ყველა ტესტი ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  წარმატებით გაიარა და ჩააბარა, შესაბამისად, მოსახლეობამ დაიმსახურა მისი მიღება. ტყემალაძემ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწევა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა და მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა ევროპარლამენტში.

 

 

 

„საქართველომ უნდა მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია, რადგან ყველაფერი გააკეთა მის მოსაპოვებლად.  მოთხოვნები თუ რეფორმები, რაც არსებობდა, ყველაფერი შესრულებულია. ევროპარლამენტში არ უთქვამს,  რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი გადაიწევს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია და მოთხოვნა, რომ გადაიდოს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ტესტის გამო. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველომ უკვე  ყველა გამოცდა ჩააბარა. ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას, რადგან ეს დაიმსახურა“,- განაცხადა ტყემალაძემ.  

right_banner right_banner
არქივი
right_banner