„ნაციონალური მოძრაობა" თავისი ნაძარცვი ფულით დაფინანსებული მედიით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ძირითადი ოპონენტები არიან", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლების მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა".
„მე არ ვიზიარებ ამას, ამ ყოველივეს არჩევნები აჩვენებს. მათ შედეგი ვერ ექნებათ... ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" გაუჭირდება და ის ვერ შეძლებს იყოს ძირითადი ოპოზიციური ძალა. ეს საარჩევნო ყუთებთან გაირკვევა. მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ. გადალახონ, ღმერთმა მოახმაროთ, არც არავის ეშინია", - ამბობს ივანიშვილი.