logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე შალვა თადუმაძეს: ხომ არ გახსოვთ, 1997 წელს ვინ იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე? სააკაშვილი თუ ადეიშვილი?
- +

9 ოქტომბერი. 2019. 17:22

 

 

„ხომ არ გახსოვთ, 1997 წელს ვინ იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი ყველა კანონზე? სააკაშვილი თუ ადეიშვილი?“ - აღნიშნული კითხვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს მიმართა. 

 

„თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამუნათებდნენ 1997 წელს მიღებული კანონებისთვის. ხომ არ გახსოვთ შემთხვევით, ვინ იყო იმ დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს კანონებზე?“ - მიმართა მდინარაძემ თადუმაძეს.

 

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 50 მილიონი ვალი დააგროვა, ნიკა გვარამიამ კი 27-28 მილიონი და ახლა თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ.

 

„ოთხმოც მილიონამდე თანხა გააერთიანეს და ახლა „იბერიის“ შენობაში განთავსებულები, თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

 

მისი განცხადებით, „იბერია“, რომელიც მეპატრონეს წაართვეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაუბრუნდა მეპატრონეს. ასევე, წართმეული „რუსთავი 2“  თავის მეპატრონეს სტრასბურგის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა.

 

„დღეს რომან გოცირიძე გამოდის და ამბობს, თითქოს „რუსთავი 2“ გახსნილი იყო ჯიხურში, შემდეგ გაამდიდრეს ტელევიზია, შექმნეს მძლავრი მედიასაშუალება და თითქოს ამით ამართლებენ „რუსთავი 2“-ის ოკუპაციას. 80 მილიონი ხალხის ფულით გვიტევენ ფეიკ-ნიუსებით. ერთი მხრივ გასაგებია, რომ რამდენიმე დღეში მივეცით საშუალება, რომ გაეხსნათ ტელევიზია, მაგრამ მეორე მხრივ, ხომ არ გვაქვს სერიოზული ხარვეზი ის, რომ ეს თანხა დღემდე გადაუხდელია?“ - აღნიშნული კითხვით მამუკა მდინარაძემ შალვა თადუმაძეს მიმართა.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ასევე, დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით, რომ თუ  ქვეყანა წავიდა  ავტორიტარიზმისკენ და შეუძლებელია ადამიანის უფლებების რეალიზება ასეთ ქვეყანაში, აქვს თუ არა ადამიანს იარაღის ხელში აღების და გამოყენების უფლება ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ.

 

„თუ იმდენად ავტორიტარულია ქვეყანა, რომ შეუძლებელია არჩევნების უფლების რეალიზება, ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს თუ არა იარაღის ხელში აღების უფლება, ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ?“ - იკითხა მამუკა მდინარაძემ.

 

იგი ასევე დაინტერესდა, თუ რა გარანტია აქვს საზოგადოებას იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე, (იმ შემთხვევაში, თუ მის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს) იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი იმის გათვალისწინებით, რომ ის 2012 წლიდან მოყოლებული არის მმართველი გუნდის წევრი.

 

„რა გარანტია აქვს ხალხს, საზოგადოებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე, თუ მას პარლამენტმა მხარი დაუჭირა, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული იყო გუნდის წევრი, იქნება ობიექტური და არავის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს მათ შორის, იქნება ობიექტური იმისდა მიუხედავად, ვისაც და მის რომელ თანაგუნდელსაც არ უნდა შეეხებოდეს საქმე?“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner