logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: როგორც კი მერაბ მეტრეველმა აბსურდი თქვა, მას ეგრევე გაუსწორდა პირველივე მოქალაქე
- +

7 ივნისი. 2016. 14:15


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ საკუთარ წერილზე და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ რეპლიკებზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის ყოფილმა მეთაურმა 2 შეფასება გამოყო: დეპუტატ ირმა ნადირაშვილის და ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის, რომელიც ამჟამად პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრია.

 

„რეპლიკები, რომელიც ჩემი წერილის გამოქვეყნების შემედგ წამოვიდა, ერთი იყო ირმა ნადირაშვილის, რომელმაც თქვა მედიაზე სიცილის მომგვრელი განცხადება, ეს არის მედიის თავისუფლება - online-ში ვუყურებ სასამართლოს „რუსთავი 2"-ის პროცესზეო.. მეორე მერაბ მეტრეველის - მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" მოანდომა მთელი წერილიო. მერაბ მეტრეველი ჯერ „კვირის პალიტრიდან" გვმოძღვრავდა და ვერც მალავდა აგრესიულ დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი. ის არ იყო ობიექტური ჟურნალისტი. ვთხოვ მაყურებელს, ნახეთ მისი შეფასება ჩემს წერილზე და შემდეგ პასუხი facebook-ის მომხმარებლის, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ... იქვე „მიამთავრა" მეტრეველი პასუხით. დააკვირდით, როგორც კი მეტრეველმა თქვა აბსოლუტური აბსურდი, ეგრევე გაუსწორდა პირველივე მოქალაქე", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner