logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს ამხელს: შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს
- +

9 ოქტომბერი. 2019. 20:18

 

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ნიშნების ფურცლის ასლი დეპუტატმა იმგვარად დააქსეროქსა, რომ გარკვეული საგნები არ გამოჩენილიყო.

 

თადუმაძის მოსაზრებით, დეპუტატის ამგვარი ქმედების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს მოსამართლეობის კანდიდატს საერთაშორისო სამართალი არ უსწავლია. იგი ამის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.


იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საკუთარი დიპლომის თემას თადუმაძე საკუთარი ინიციატივით კიდევ ერთხელ დაუბრუნდა: შეურაცხყოფა რომ მივიღე, გასაგებია, თქვენ ნახეთ, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა მეთქვა, რა ნიშანი მყავს საერთაშორისო სამართალში, შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, იმიტომ, რომ მე საერთაშორისო სამართალს არ ვსწავლობდი. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედნის ასლი და შესაბამისად ამ დოკუმენტებში არის. დეპუტატმა ისე გადააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის აი ეს, რომ ამომრჩევლები, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. შეგნებულად დააქსეროქსა დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს და შემდეგ კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მერე ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო არ გადიოდა. ეს იმისთვის, თუ ვინ ითაღლითა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ პროცესში“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner