logo_geo
eng_logo
ბუქარესტში, საქართველოში 1709-1722 წლებში გამოცემული წიგნების უნიკალური გამოფენა გაიხსნა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 21:08

 

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კომიტეტის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და საქართველოს პარლამენტში რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრს ვალერ-დანიელ ბრეაზის და სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის კულტურული ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები და ინიციატივები განიხილეს. ამასთანავე აღინიშნა ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული არაერთი ღონისძიება - მათ შორის რუმინეთში ჩატარებული ქართული თეატრის წარმოდგენები და რამდენიმე თვის წინ, რუმინეთის ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტის გახსნა.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძვლები მეფე ვახტანგ VI და ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობას უკავშირდება, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით 1709 წელს შეიქმნა პირველი ქართული სტამბა. სწორედ ამ ისტორიას ეძღვნება საქართველოში 1709-1722 წლებში გამოცემული წიგნების უნიკალური გამოფენა, რომელიც დღეს, რუმინეთის დედაქალაქში ხელოვნების ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.

გარდა ამისა უკვე ერთი წელია მოქმედებს საქართველო-რუმინეთის ისტორიკოსთა ერთობლივი კომისია.

მინისტრთან შეხვედრაზე მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა ქართველი სტუდენტების რუმინეთში სწავლის შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელობას და აღნიშნა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე საფრანგეთთან მოქმედი ანალოგიური პროგრამა. რუმინული მხარე რექტორთა საბჭოს ფორმატში უახლოეს პერიოდში განიხილავს ამ წინადადებას და ქართველი სტუდენტებისთვის შესათავაზებელ კონკრეტულ პროექტებს Erasmus + ან სხვა ინიციატივების ფარგლებში.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს რუმინული კულტურის ცენტრები. მარიამ ჯაშმა მინისტრს დაუდასტურა ხელშეწყობის მზაობა, რომ თბილისშიც რუმინეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნას კულტურის ცენტრი.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადლობას უხდის რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს საქართველოსა და რუმინეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის განსაკუთრებული

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner