logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე გიორგი მშვენიერაძეს: არ ვაპირებ თქვენს კითხვებს ვუპასუხო
- +

9 ოქტომბერი. 2019. 22:35

 

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეს კითხვების დასმის უფლება არ მისცა და განაცხადა, რომ არ აპირებს მის კითხვებს უპასუხოს.  


კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიზანი ვფიქრობ, სწორედ რომ პოლიტიკური იყო. მათ უნდათ ის კითხვის ნიშნები გაჩნდეს, რომლებიც რეალურად არ უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ჩემს განათლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ აქ შუალედი არ გაქვთ. ან კანონები არ წაიკითხეთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ, რაც ნიშნავს, რომ ხართ არაკვალიფიციურები და მეორე, თუკი ეს კანონები წაიკითხეთ და გაიგეთ, ხოლო შემდეგ დამალეთ და ის კომენტარები აკეთეთ თქვენი კოალიციის წევრებმა ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი კოალიციის მხრიდან“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

თადუმაძემ მშვენიერაძეს განუმარტა, რომ ის არ არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რომელმაც შეიძლება მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.


მე აქ ვარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი კანონით განსაზღვრული წესით და პარლამენტი უფლებამოსილია, შეამოწმოს ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ჩემი კვალიფიკაცია და ეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ეს მაღალი მაჩვენებლები და შესაბამისი ლეგიტიმაცია. არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და თქვენ გაქვთ ეს თვისებები. ამ ბოლო ნაწილში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი ვართ, ვინც დანაშაულის წინააღმდეგ ვიბრძვით და თქვენ, ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ. სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს. თქვენ არ გიფიქრიათ, ამას რა შედეგები მოჰყვებოდა. მე ზუსტად ვგრძნობ იმ კვალიფიკაციას, რომელზეც თქვენ საუბრობთ ჩემს განათლებასთან მიმართებაში და თუ ეს კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელია, მაშინ ზუსტად ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის და კონკრეტულად ჩემ მიმართ. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი. არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner