logo_geo
eng_logo
პირველად თეგეტა მოტორსმა საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე „Automechanika Dubai 2016“ მონაწილეობა მიიღო
- +

7 ივნისი. 2016. 14:24


„თეგეტა მოტორსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ავტოინდურსტრიულ გამოფენაზე „Automechanika Dubai 2016". გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო  მსოფლიოს 59 ქვეყნის 2000-ზე მეტი  ავტოინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები. „Automechanika Dubai 2016"  საშუალებას აძლევს ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე კომპანიებს, გაეცნონ და წარმოადგინონ აღნიშნული სფეროს მსოფლიო ბაზარზე არსებულ უახლეს სტანდარტები, დაამყარონ საერთაშორისო ბიზნეს კავშირები.



ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, „თეგეტა მოტორსი" იყო პირველი კომპანია საქართველოს ისტორიაში, რომელიც ამ დონის გამოფენაზე წარსდგა.  ეს გამოფენა არის საერთაშორისო გამოფენებში ყველაზე პოპულარული, რადგან მოიცავს საავტომობილო სფეროს ყველა მიმართულებას: საბურავები, ავტონაწილები, ზეთები, დანადგარები, მომსახურება და სხვა მრავალი.



 „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თეგეტა მოტორსის"  უნიკალური  კონცეფციის  გატანა საერთაშორისო ბაზარზე, გამოფენას 30 000 მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. ჩვენ გავაცანით დამსწრეებს თეგეტა მოტორსის"  „ნოუ-ჰაუ", რაც გულისხმობს სერვისის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებსაც ანალოგი არ აქვს. თეგეტა მოტორსის" უნიკალური სერვისი მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, რაც მოიცავს: მულტიბრენდულ ავტო-ტექმომსახურებას, სრულ სერვისი მსუბუქი, კომერციული, სატვირთო და  სპეც ტექნიკისთვის, ონლაინ პლატფორმა - „mycarhistory", რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, მუდმივად აკონტროლოს კუთვნილი ავტომობილის, როგორც ტექნიკური მდგომარეობა, ისე დანახარჯები; წინასწარი ონლაინ რეზერვაციის სერვისი, თეგეტა ქარდი", თეგეტა კომფორტი" - რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მუდმივად მწყობრში ჰყავდეს ავტომობილი  სერვის ცენტრში მიუსვლელად, თეგეტა კომფორტით" სარგებლობისას მას სასურველ ადგილას მიაკითხავს თეგეტა მოტორსის" წარმომადგენელი, წაიყვანს ავტომობილს და გამართულს უკან ისევ სასურველ ადგილას მიუყვანს; ასევე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 24-საათიანი ქოლ-ცენტრის მომსახურებით და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია; ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია თეგეტა მოტორსის" ავტოსერვისის პროექტების დაგეგმარება და შესრულების მიმართულება; თეგეტა მოტორსის" აკადემია; ონლაინ კატალოგები და ბოშის" დიზელის სერვის ცენტრი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიაში.

ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დეტალურად ენახათ ის პროდუქტი და სერვისი, რაც თეგეტა მოტორსს" ქმნის ბაზრის ლიდერ კომპანიად, თეგეტა მოტორსი",  20-წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, მზად არის, საერთაშორისო ბაზარს შესთავაზოს ავტოსერვისის უნიკალური კონცეფცია", - აცხადებენ კომპანიაში.



„თეგეტა მოტორსი" უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საქართველოში  „თეგეტა მოტორსი" არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის; საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და  ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner