განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურღულია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კედელს ვკითხულობ და გაოცებას ვერ ვმალავ - ნეტა ვინმეს მართლა სჯერა, რომ შალვა თადუმაძემ „დიდოსტატის მარჯვენას“ ავტორი არ იცის? გენპროკურორს რომ 2X2 კალიბრის შეკითხვებს უსვამენ და ამით, აშკარად, მის დისკრედიტებას ცდილობენ - კითხვა მაქვს, მან რა პასუხი უნდა გასცეს?
ჩემი აზრით, ასეთ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა კითხვის ავტორის თამაშის წესებზე და მის ნეგატიურ კონტექტუალურ მინიშნებებზე დათანხმებას ნიშნავს, რასაც გონიერი არც პოლიტიკოსი და არც პროკურორი არ დაუშვებს.
რა რჩება? აქ, „არ ვიცი“-ც სარკაზმის ერთ-ერთი ოფციაა, თუმცა, მე უფრო მწვავე პასუხების მომხრე ვიქნებოდი“, - წერს მურღულია.