logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ფარული კადრების საქმეზე: პროკურატურას პასუხს ვერ მოვთხოვთ
- +

7 ივნისი. 2016. 14:25


„ეს ჩანაწერები „ნაციონალების" დროს გაკეთდა. საუბედუროდ, მასალების ნაწილის გავრცელება მოხდა ჩვენს დროს. ვიცი, რომ ამერიკის სპეცსამსახურებსაც სთხოვეს დახმარება, რომ როგორმე ეს გამოიკვლიონ. არ მინდა, ეს მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას" მივაწერო, მაგრამ მათ შექმნეს ეს, მათი დამსახურებაა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, მათ უნდათ, ახალი გუნდი დააზიანონ. მაგრამ აქ პროკურატურა ძალიან სუსტია. პროკურატურას ვერ მოვთხოვთ პასუხს", - განაცხადა ივანიშვილმა.


კითხვაზე - სწორი იყო თუ არა კადრების განადგურება - ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

 

„საქმე ასლების განადგურებაში არ არის. ასლების გაკეთება შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ მათ ეს ასლები დღესაც აქვთ და დაატარებენ აქეთ-იქით. შესაბამისად, განადგურება ვერ იქნება ამის ამოხსნა", - განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner