logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: კორცხელის ინციდენტზე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია სამართლიანი და ადეკვატურია
- +

7 ივნისი. 2016. 14:26


დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორცხელის ინციდენტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია სამართლიანი და ადეკვატურია.



ბატონი ბიძინას პოზიცია არის სამართლიანი და ადეკვატური იმისა, რაც მოხდა კორცხელში. პროვოკატორზეც და დამნაშავეზეც პასუხს აგებს ხელისუფლება, - ეს ორჯერ ორი ოთხია. ეს აღნიშნა ივანიშვილმაც და მე მივესალმები მის პოზიციას. ვინ არის დამნაშავე და ვინ აგებს პასუხს, ეს გამოძიების საგანია. გამოძიება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ერთი მიმართულებით", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.



ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და მან ეს უნდა გააცნობიეროს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner