დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორცხელის ინციდენტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია სამართლიანი და ადეკვატურია.
„ბატონი ბიძინას პოზიცია არის სამართლიანი და ადეკვატური იმისა, რაც მოხდა კორცხელში. პროვოკატორზეც და დამნაშავეზეც პასუხს აგებს ხელისუფლება, - ეს ორჯერ ორი ოთხია. ეს აღნიშნა ივანიშვილმაც და მე მივესალმები მის პოზიციას. ვინ არის დამნაშავე და ვინ აგებს პასუხს, ეს გამოძიების საგანია. გამოძიება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ერთი მიმართულებით", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და მან ეს უნდა გააცნობიეროს.