logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
- +

10 ოქტომბერი. 2019. 16:18

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - „მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner