კითხვაზე, რა თანამდებობაზე უნდა იყოს არჩილ ხაბაძე არჩევნების შემდეგ - ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე უპასუხა, რომ იგი არ განსაზღვრავს ადგილებს და ამაზე პრემიერი და მისი გუნდი იზრუნებენ.
„მე არ ვიცი, სად არის არჩილ ხაბაძის ადგილი და ასე არ განვსაზღვრავ ხოლმე. მაგ საკითხზე იმსჯელებს გიორგი კვირიკაშვილი და მთლიანად გუნდი. ხაბაძე არის ძალიან სიმპათიური, აჭარის მეთაური, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო და უნდა იყოთ უკეთესის ძიებაში. შეიძლება, არჩილ ხაბაძე არ არის საუკეთესო ვარიანტი მენეჯმენტის, მაგრამ როგორც შეეძლო, ისე ემსახურებოდა აჭარას", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.