„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციის წევრის კობა კობალაძის სადეპუტატო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.
„ჩვენი თანამოქალაქეებისთვის აქტუალურია დასაქმებაში ხელშეწყობის საკითხი. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სოციალურ თემატიკას - მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან და აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეებს გავუწიეთ პროფესიული კონსულტაციები, ხოლო სადეპუტატო ბიუროში შესული განცხადებების საფუძველზე მომზადდება შუამდგომლობები და გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს, რომელთა რეაგირებაზე პასუხისმგებლობას ბიურო შეასრულებს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.