logo_geo
eng_logo
ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

10 ოქტომბერი. 2019. 21:37

 

10 ოქტომბერს, ვენეციაში, ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს 66-ე შეხვედრა გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ.

 

დემოკრატიული არჩევნების საბჭომ განიხილა რეფერენდუმების კარგი პრაქტიკის განახლებული კოდექსი.

 

საბჭო სხდომაზე ასევე განიხილეს მოსაზრებების პროექტი საპარლამენტო სისტემაში არჩევნების თარიღის განსაზღვრაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების (ალბანეთი) შესახებ.

 

სხდომის მონაწილეები ასევე გაეცნენ საარჩევნო დავების გადაწყვეტის შესახებ მოხსენების პროექტს. ეუთო/ODIHR -ის​ წარმომადგენლებთან გაიმართა მოსაზრებების გაცვლა  სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე. ეუთო/ODIHR -მა საბჭოს წარუდგინა ინფორმაცია საარჩევნო სფეროში მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ.

 

ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის ძირითადმა წევრმა.

​ 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner