22-23 ოქტომბერს, თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც 2000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
როგორც "რეპორტიორს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ფორუმი საკმაოდ მასშტაბურია, ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა თემატური პანელები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობაში, ასევე „ბილტმორსა“ და „რედისონში“ (http://www.tbilisisrf.gov.ge/)
მათივე ინფორმაციით, ხვალ, 11 ოქტომბერს, 10.30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ დაგეგმილია ფორუმის საორგანიზაციო შტაბის გახსნა.