logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავამ ავსტრალიის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
- +

10 ოქტომბერი. 2019. 22:47

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ავსტრალიის ელჩს საქართველოში მარკ ინეს ბრაუნს შეხვდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია. დეპუტატმა ისაუბრა სამშვიდობო პოლიტიკაზე, როგორც კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ საშუალებაზე.

 

საუბრის მთავარი თემა ასევე, იყო საქართველო-ავსტრალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას, ისაუბრა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაზე, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატოში პრაქტიკული ინტეგრაციის მნიშვნელობას.

 

„შეხვედრა მქონდა ავსტრალიის ელჩთან საქართველოში, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო საქართველო-ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე. ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner