„NDI-ის და IRI-ის უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ამ ყველაფერს თარხნიშვილი, ბოკერია, ცქიტიშვილი და თურმანიძე ალაგებენ. ეს კვლევები თარხნიშვილის და ბოკერიას კვლევებია, ამით გინდათ შექმნათ თქვენ რევოლუციური მდგომარეობა", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეკა კვესიტაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„შიდა კვლევებით „ქართული ოცნების" რეიტინგი 30 %-ს არ ჩამოსცდენია.
მოსახლეობას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დღეს არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რევოლუციური სურათი დადოს საქართველოში და ნურავის ნუ ეშინია. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და არჩევნები ჩაატაროს ზომიერად და არ მოხდეს ის მუშტი-კრივი, რაც მოხდა კორცხელში", - განაცხადა ივანიშვილმა.