საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რომელ სფეროში განაგრძობს საქმიანობას.
როგორც თავად დეპუტატი აცხადებს, მომავალში არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს და არც პარტია "ქართულ ოცნებაში" იქნება.
„პოლიტიკიდან წავედი! დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს სიცოცხლეში აღარ მოვალ პოლიტიკაში“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა.