logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მოსამართლეთა არჩევის ღია პროცესით ყველა ობიექტური დამკვირვებელი გავაოცეთ
- +

11 ოქტომბერი. 2019. 10:22

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის გამჭვირვალე და ღია პროცესი შესთავაზა, რასაც ყველა ობიექტური დამკვირვებელი აღიარებს. 

 

მისივე თქმით, შედეგი პოზიტიური იქნება.

 

"ეს არის ობიექტური და გამჭვირვალე პროცესი, რომელსაც მიესალმებიან ჩვენი პარტნიორები და ამ პროცესის შედეგი არის გამართული უზენაესი სასამართლო, სადაც დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ საქმეები ობიექტურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

მისივე თქმით, შალვა თადუმაძის ნებაა იქნება თუ არა ის კანდიდატი. "ჩვენი უფლებაა გადავწყვიტოთ ობიექტურად და თქვენ ხედავთ, რამდენად გამჭვირვალედ მიდის ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ მის დაზიანებას ცდილობენ ტყუილი არგუმენტებით. ჩვენ გავაოცეთ ყველა ობიექტური დამკვირვებელი, იმდენად გამჭვირვალე პროცესი შევთავაზეთ საზოგადოებას და ამ გამჭვირვალე პროცესის შედეგი იქნება ასევე გამჭვირვალე და ობიექტური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner