logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არ ვაპირებ მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობას
- +

7 ივნისი. 2016. 14:42


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კითხვას, ჩაერთვება თუ არა პროპორციული სიების ფორმირების და მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის პროცესში - უპასუხა, რომ იგი არ აპირებს ჩარევას, რადგან მმართველი გუნდი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შესანიშნავად ართმევს ამ საქმეს თავს.



„არცერთ შემთხვევაში! შეიძლება 5-7 კანდიდატი დამისახელებია იმისთვის, რომ სია იყოს ფართო და არჩევანის მეტი საშუალება ჰქონდეთ. მათ ახარისხებს გუნდი და მე არცერთ შეხვედრას არ დავსწრებივარ. გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით ახერხებს გუნდი ამ ყველაფრის მოგვარებასა და ჩამოყალიბებას", - ამბობს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner