ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა.
შულცის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მიაწოდა.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მარტინ შულცმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა და ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს გამართულ შეხვედრებზე განხილვების შედეგად ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები შეეცდებიან, დააჩქარონ ეს პროცესი, რათა პროცედურები სწრაფად დასრულდეს.