logo_geo
eng_logo
მარტინ შულცი: ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები შეეცდებიან, დააჩქარონ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი
- +

7 ივნისი. 2016. 14:43


ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა.



შულცის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მიაწოდა.



როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მარტინ შულცმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა და ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს გამართულ შეხვედრებზე განხილვების შედეგად ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები შეეცდებიან, დააჩქარონ ეს პროცესი, რათა პროცედურები სწრაფად დასრულდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner