logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: უამრავი ბიზნესმენი ვნახე, რომლებიც ოცნებობენ საქართველოში ბიზნესის კეთებაზე
- +

7 ივნისი. 2016. 14:43


„მე უამრავი ბიზნესმენი ვნახე ამ დროის განმავლობაში, ისინი ოცნებობენ საქართველოში ბიზნესის კეთებაზე, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრციდან წამოსულები, რომლებისთვისაც ევროპა შედარებით უცხოა და ის გარემო, რაც საქართველოში შეიქმნა,  მათ ძალიან მოსწონთ", -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს  ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


მთავრობის ყოფილი მეთაურის თქმით, ხელისუფლება პრემიერის მეთაურობით ყველა ბიზნესმენთან კომუნიკაციას ახერხებს, რომ როგორმე გაუიოლოს ბიზნესის წარმოება.


„ამ ხელწერას კვირიკაშვილი აღრმავებს - რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ბიზნესს", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner