„მე უამრავი ბიზნესმენი ვნახე ამ დროის განმავლობაში, ისინი ოცნებობენ საქართველოში ბიზნესის კეთებაზე, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრციდან წამოსულები, რომლებისთვისაც ევროპა შედარებით უცხოა და ის გარემო, რაც საქართველოში შეიქმნა, მათ ძალიან მოსწონთ", -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ყოფილი მეთაურის თქმით, ხელისუფლება პრემიერის მეთაურობით ყველა ბიზნესმენთან კომუნიკაციას ახერხებს, რომ როგორმე გაუიოლოს ბიზნესის წარმოება.
„ამ ხელწერას კვირიკაშვილი აღრმავებს - რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს ბიზნესს", - განაცხადა ივანიშვილმა.