logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთის ბაზრისთვის თავს იკლავს მთელი მსოფლიო
- +

7 ივნისი. 2016. 14:44


„რუსეთის ბაზრისთვის თავს იკლავს მთელი მსოფლიო", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.


ბიძინა ივანიშვილის თქმით, არასწორია კრიტიკული მიდგომა რუსული ბაზრისადმი.

 

 

„ზურაბ ჯაფარიძეს გავიხსენებ, რომელიც კრიტიკულად უყურებს რუსული ბაზრის გახსნას, ვფიქრობ, ის არასწორია. მესმის, ის ოპოზიციაშია და არცაა გასაკვირი მისგან ეს მიდგომა. რეალურად, მთელი ევროპა თავს იკლავს, რომ რუსეთის ბაზარზე პოზიცია ჰქონდეს და ჩვენ გვიკიჟინებენ, არ გვინდა რუსული ბაზარიო", - განაცხადა ივანიშვილმა.



რაც შეეხება საქართველოში ბიზნესის განვითარებას, ყოფილი პრემიერის თქმით, მოქმედ პრემიერ-მინისტრს კარგი კომუნიკაცია აქვს დღეს ბიზნესთან და ბიზნესმენებს შეუძლიათ, წინადადებები წამოაყენონ, რაც მათი საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს.



„კანონმდებლობას რაც შეეხება, კარგი იქნება, ბიზნესმენებმა წამოაყენონ წინადადებები, რომელი კანონი უშლით მათ ხელს განვითარებაში", - აღნიშნა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner