logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტში 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ აღმოაჩინეს
- +

11 ოქტომბერი. 2019. 15:17

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, 4 ოქტომბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის დ.დ.-ს კუთვნილი ბარგის რენტგენო-სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 23 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner