logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: საპარლამენტო არჩევნები მწვავე იქნება!
- +

7 ივნისი. 2016. 14:46

„მმართველი პარტია  ყველაფერს გააკეთებს, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს ოქტომბერში“,- განაცხადა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. ტყემალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები ჩაივლის მწვავედ და ბევრი პოლიტიკური პარტია შეასრულებს უცხო ძალების ინტერესებს.

 

 

 

 

„საპარლამენტო არჩევნები  საკმაოდ მწვავე იქნება. მმართველი პარტია ეცდება ყველაფერს, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს ოქტომბერში. ბევრი, ძალიან ბევრი ინტერესი იკვეთება ამ არჩევნებზე, არ ვგულისხმობ პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ინტერესებს. ნებსით თუ უნებლიეთ პოლიტიკური პარტიები გავლენის ქვეშ ექცევიან, რომ  საპარლამენტო არჩევნებზე  ვიღაცის ინტერესები შესარულონ“,- განაცხადა ტყემალაძემ. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner