logo_geo
eng_logo
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ ჩამოქვეითებას მინისტრი მეთოდოლოგიის ცვლილებით ხსნის
- +

11 ოქტომბერი. 2019. 17:21

 

 

„შეფასება არ გაუარესებულა, ჩვენ კვლავ 61 ქულით ვფასდებით, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა. გარკვეული ცვლილება საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიამ განიცადა“, - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ საქართველოს ვარდნა.

 

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მეთოდოლოგიის მიხედვით ადგილები სხვაგვარად გადანაწილდა, რაც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებსაც შეეხო.

 

„მაგალითად, გერმანიას თუ ავიღებთ, მე-3 ადგილიდან მე-7-ზე გადაინაცვლა. ასეთივე უკან სვლის ცვლილება ჩეხეთს, საბერძნეთსა და მთელ რიგ განვითარებულ სახელმწიფოებს შეეხო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შიგნით რაიმე გააუარესეს, ისინი ისევ მოწინავე ქვეყნები არიან, უბრალოდ მეთოდოლოგიური ცვლილებაა. აქ ჩვენთვის მთავარია ის, რომ მუდმივად წინ ვიაროთ და ბიზნესისთვის უფრო მეტად გახსნილები ვიყოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner