logo_geo
eng_logo
მარნეულში გუშინ მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ დღეს, კიდევ ერთი პირი დააკავა
- +

11 ოქტომბერი. 2019. 19:41

 

 

დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ო.მ. თბილისში დააკავეს. 

როგორც "რეპორტიორს" შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული 10 ოქტომბერს, მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თან ახლდა 1984 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი პირი დაჭრა, თუმცა ამის შესახებ ო.მ. -ს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.

სამართალდამცველებმა რ.ა. ცხელ კვალზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ო.მ. კი  - მომხდარიდან მეორე დღეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ო.მ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner