ქობულეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებისთვის სმენის სკრინინგი მიმდინარეობდა. კვლევას 9 შვედი სპეციალისტი ატარებდა.
დღეს, სკრინინგის შემაჯამებელი შეხვედრა-სემინარი გაიმართა. ორი კვირის განმავლობაში გამოიკვლიეს 2 113 ადამიანი. რიგ სკოლებში გამოვლინდა სმენის პრობლემების ერთეული შემთხვევები.
გარდა ქობულეთისა, სკრინინგი ჩატარდა ქედის, ხულოსა და შუახევის სკოლის მოსწავლეებთან. სადაც გამოიკვლიეს 904 ადამიანი.
კვლევის შედეგად გამოვლენილ სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს, უსასყიდლოდ გადაეცათ ციფრული აპარატები.
მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ, მადლიერების ნიშნად სტუმრებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სმენის სკრინინგის აქცია ქობულეთის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის, შვედეთის საელჩოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომით ხორციელდება.