სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.
პირველი მატარებელი 11:00 სთ-ზე თბილისის ცენტრალური სადგურლიდან გავა და მცხეთაში 11:30 სთ-ზე ჩავა; მცხეთიდან გამოვა 11 :50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე 12:20 სთ-ზე შემოვა.
მეორე მატარებელი 22:00 სთ-ზე თბილისის ცენტრალური სადგურიდან გავა და მცხეთაში 22:30 სთ-ზე იქნება; მცხეთიდან გამოვა 22 :50 სთ-ზე და თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე 23:20 სთ-ზე შემოვა.
გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარებლის ორ წუთიანი გაჩერება.
საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს სვეტიცხოვლობას ულოცავს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს.