logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
- +

11 ოქტომბერი. 2019. 23:01

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადებიან.

ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკელ გენერლებთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაგეგმილ „ამოცანის რეპეტიციის წვრთნის“ საჩვენებელ დღეს დაესწრო. სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.

ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო შენაერთის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნების დეტალები გააცნეს.

როგორც "რეპორტიორს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ბატალიონი ავღანეთში გადასროლამდე საბოლოო მომზადების ვარჯიშებს გადის. გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა 4-თვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. საბოლოო შეფასების შემდეგ კი, ქვედანაყოფი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner