უშიშროების ყოფილი მინისტრი, ცნობილი პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული სასმართლოს მიერ, მის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას აცნობს.
როგორც ბათიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება მას დევნიდა, გააყალბეს მისი სატალეფონო საუბარი, რის საფუძველზეც დააპატიმრეს. იგი სოციალური ქსელის მომხმარებლებს სთხოვს გაავრცელონ მისი სტატუსი, რათა "პარტია "ნაციონალური მოძრაობის" დეზინფორმატორებმა არასწორი ინფორმაციები არ გაავრცელონ!"
1.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩემს, ირაკლი ბათიაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაში დეტალურად განიხილა და განმარტა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია და მტკიცებულებების გაყალბების ცნება! ასევე დეტალურად ახსნილია, რომ სააკაშვილის მთავრობამ სპეციალურად გააყალბა ჩემი საუბარი, რათა ბრალის წაყენებამდე შექმნილიყო საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენა. ამასთან ერთად, იმდროინდელი უმრავლესობის ცნობილი წევრები პირდაპირ მაცხადებდნენ დამნაშავედ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააკაშვილის მთავრობამ დაარღვია ჩემი სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. ეს გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული სამართლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგან თანამედროვე პერიოდში არც ერთ საქმეში ესე ვრცლად არ უმსჯელია უდანაშაულობის პრეზუმციაზე სტრასბურგის სასამართლოს.
2. მე, ირაკლი ბათიაშვილს და ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ დაგვიწერია შეწყალება! ყოფილმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ცალმხრივად, მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებით, ერთპიროვნულად გამოსცა შეწყალების აქტი. ასეთი სამართლებრივ ისტორიას მხოლოდ ორჯერ ახსოვს.
3.2008 წლის იანვრის ბოლოს, სააკაშვილის უზენაესი სასამართლო იძულებული გახდა გაეუქმებინა ქვემდგომი ინსტანციების გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები, რითიც დამიჭირეს.
4.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დადგენილი პრაქტიკით არ იხილავს საქმეებს, რომლებზეც ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებულია განაჩენი მომჩივნის სასარგებლოდ. რადგან უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჩემ მიმართ გამოტანილი ძველი გამამტყუნებელი განაჩენები, სტრასბურგის სასამართლომ არ იმსჯელა დარჩენილ პუნქტებზე და არ ჩაუღრმავდა საქმის პროცედურულ ასპექტებს.
5. მაგრამ ეს საქმე იმხელა პრეცედენტი იყო სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებისა, უდანაშაულობის პრეზუმფციის და მტკიცებულებათა გაყალბების კუთხით, რომ სტრასბურგის სასამართლომ მაინც დაადგინა განმარტებები და ამ გადაწყვეტილებით ნათელი გახადა, რომ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება და დემოკრატიის ერთ-ერთი ძირეული პრინციპი - სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია და გააყალბა მტკიცებულებები. ამ საქმით კარგად განმარტა რა შემთხვევაში ითვლება ეს პრინციპი დარღვეულად. სტრასბურგის სასამართლომ საქვეყნოდ დაადგინა, რომ მე მდევნიდნენ და სპეციალურად გამიყალბეს საუბარი, რომ ციხეში ჩავესვი“, - წერს ირაკლი ბათიაშვილი.