logo_geo
eng_logo
სულგუნში ნატურალური რძის ნაცვლად რძის ფხვნილი აღმოჩნდა
- +

12 ოქტომბერი. 2019. 01:13

 

 

ბოლნიდიდ რაიონის სოფელ რატევანში, ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილის მიერ წარმოებულ სულგუნში, ნატურალური რძის ნაცვლად რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

მომხმარებელი.ჯი-მ პროდუქტი ლაბორატორიულად მომხმარებლის მიმართვის შემდეგ გადაამოწმა, რომელიც ვარაუდობდა, რომ თბილისში, ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისგან იყო დამზადებული.   

 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით მომხმარებლის ეჭვი დადასტურდა. 

 

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, კი რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისგან დასაშვებია, მაგრამ გამონაკლისია ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისგან უნდა დამზადდეს.

გარდა ამისა, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგან არის დამზადებული, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

" 2019 წლის 25 სექტემბერს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომელშიც ეჭვს გამოთქვამდა, რომ თბილისში, ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისაგან იყო დამზადებული.  საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ ი.მ. „ნოდარ ლაზარეშვილისმიერ დამზადებული  „სულგუნი“ (გამოშვების თარიღი 23.09.19, ვარგისიანობის ვადა 08.10.19) და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად", - ვკითხულობთ მომხმარებელი.ჯი-ს გვერდზე. ​
  

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი წერილები გაიგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოში, „კარფურში“ და მწარმოებელთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner