logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთს პოლიციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
- +

12 ოქტომბერი. 2019. 11:17

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ. ამჯერად, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინდია დავითაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოში გამართეს.

 

25-მდე გამომძიებელი და უბნის ინსპექტორი მონაწილეობდა შეხვედრაში, სადაც კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს აღნიშნულ რეგიონში გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ტენდენციებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

 

მხარეებმა გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამომძიებლებს სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია უწყების შიგნით გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

 

მსგავსი სახის შეხვედრები ეტაპობრივად ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner