logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: მდგრადი ეკონომიკური ზრდა და რეფორმები მიგვიყვანს მთავარი სისუსტის აღმოფხვრამდე
- +

12 ოქტომბერი. 2019. 12:37

 

„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსის“ (Standart & Poor’s) ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საექსპერტო პოტენციალი  წლიდან წლამდე იზრდება და საკმაოდ მყარი მაჩვენებელია“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მითითებულია 2018 წლის ინვესტიციების მოცულობა,  როგორც შიდა, ისე პირდაპირი უცხო ინვესტიციებით.

 

„შესაბამისად, ეკონომიკის სიჯანსაღე და მედეგობა-მდგრადობა შოკების მიმართ, რომელიც როგორც წესი ხდება, მით უმეტეს ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორც ჩვენ ვართ, განაპირობებს პოზიტიურ ხედვას საქართველოს მიმართ და იმედია ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

რაც შეეხება სისუსტეებს, ფინანსთა მინისტრის თქმით, გამოწვევად რჩება საქართველოს ეკონომიკის სიმცირე.

 

„რაც შეეხება სუსტ მხარეს, ამ მიმართულებით გამოწვევად რჩება ჩვენი ეკონომიკის ზომა და სიმცირე. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ზოგადად, ისტორიულად მცირე ეკონომიკა გვაქვს. შესაბამისად, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა. ჩვენ მდგრადი ეკონომიკური ზრდა და რეფორმები ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მთავარი სისუსტის აღმოფხვრამდე, რასაც ჩვენი ეკონომიკის სიმცირე ჰქვია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner