logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში
- +

12 ოქტომბერი. 2019. 12:38

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ.

 

მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და აღნიშნულ პერიოდში, საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე საინტერესოა, როგორ უყურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings“ ქვეყნის მომავალს 2019-2022 წლების მონაკვეთში და ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონულ მეზობლებთან  შედარებით.

 

„სააგენტო მიესალმება იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ, მათ შორისაა, განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა, სადაც აღნიშნულია დღგ-ის დაბრუნების თემა. სააგენტო მიუთითებს, რომ  მიუხედავად ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებსა, რაც უკავშირდებოდა ზაფხულში, ტურიზმთან დაკავშირებით პრობლემებს, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია“,  - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Ratings“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner