logo_geo
eng_logo
შსს: 16 საათიდან „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები დაიკეტება
- +

12 ოქტომბერი. 2019. 13:39

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს  ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე - „დინამო არენა“  საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები,

 

კერძოდ:

გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა -

 

ნაწილობრივ;

მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე,

 

შესაბამისად, ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ - ვახუშტის ხიდის მიმართულებით;

 

აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით;

 

ყველა აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner