„დღეს ქვეყანას საოცნებო პრემიერ-მინისტრი, საოცნებო ლიდერი ჰყავს კვირიკაშვილის სახით", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მე სულ არ ვაკნინებ ღარიბაშვილს. ჩვენ დღევანდელზე ვსაუბრობთ. კვირიკაშვილს კარგი გუნდი ჰყავს და მინდა, ეს საზოგადოებამ გააცნობიეროს. კაცი, რომელსაც წესიერების კომპლექსი აქვს, რომ არაფერი შეეშალოს. ასეთი კაცი მართავს დღეს მთავრობას. ეს კაცი ნებისმიერი ქვეყნისთვის სანატრელი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.